"ფარჩაკები ხართ, 10 კაცი რომ დამესიეთ" - საკრებულოში ლევან ხაბეიშვილს სცემეს
რამდენჯერაც შოუს დადგამ, იმდენჯერ შესაბამის პასუხს მიიღებ, - ამ სიტყვებით მიმართა საკრებულოს დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს შენობაში, მას შემდეგ , რაც საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ლევან ხაბეიშვილმა ავთანდილ ცინცაძეს მასთან მარტო მისვლისკენ მოუწოდა და „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ფარჩაკებად“ მოიხსენია.
„მარტო მოდი , ათი, რომ დამესიეთ. გგონიათ მაგით შემაშინებთ და შენ მაგარი ბიჭი ხარ? რა დაგავალეს ბიჭო ამისთანა. ჩამოდი ქვემოთ, ხელი ხომ დამარტყი? ჩამოდი. ფარჩაკები ხართ, 10 კაცი რომ დამესევით, ფარჩაკები ხართ აბა რა ხართ?“- მიმართა ხაბეიშვილმა ავთანდილ ცინცაძეს.
როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ დამლაგებელს გამოესარჩლა, რომელსაც 8 ლარს აძლევენ.
„როგორ გამოვესარჩლე დამლაგებელს, რომელსაც 8 ლარს აძლევენ და თვითონ რომ ვერ გაძღნენ, ამის გამო მოხდა ჩხუბი. თავიდანვე დაგეგმილი იყო ეს, მაქსიმალურად ვცდილობდი არ შევსულიყავი ფიზიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ რა დავალებაც ჰქონდათ, აწუხებს დედაქალაქის მერს ხაბეიშვილი და უთხრა , რომ 20-30 ხართ და ჩაქოლეთ,“-განაცხადა ხაბეიშვილმა.
ავთანდილ ცინცაძე კი განმარტავს, რომ დაპირისპირების მიზეზი ხაბეიშვილის მიერ პირადი შეურაცხყოფის მიყენება იყო.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.
ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი