თავისუფლების ინსტიტუტი: ივანიშვილის დისერტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს პლაგიატის შესახებ
თავისუფლების ინსტიტუტმა 2019 წლის მიწურულს მოსკოვიდან გამოითხოვა ბიძინა ივანიშვილის 1987 წელს დაცული დისერტაცია და მის შესასწავლად დარგის ექსპერტთა ჯგუფს მიმართა.
ექსპერტების საერთო დასკვნა ასეთია: “ივანიშვილის დისერტაცია არც შინაარსობრივად, არც სტრუქტურულად არ პასუხობს მინიმალურ აკადემიურ სტანდარტებს. ნაშრომს არ აქვს მითითება სხვა სამეცნიერო წიგნების ან სტატიების, არ იმოწმებს წყაროებს, არ აქვს სქოლიო, არ აქვს ციტირების წესები დაცული. ამასთან, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნაწერი შეიცავს პლაგიატს. ის შინაარსობრივად და სტრუქტურულად საეჭვოდ ემთხვევა ევგენი ნოვოჟილოვის ორ წლით ადრე დაცულ დისერტაციას იგივე თემაზე.
მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილის მიერ სამეცნიერო ხარისხის მოპოვება საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი მანკიერი გზით მოხდა.“
ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის თემაა: ორგანიზების კოლექტიური ფორმის ნორმატიულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და შრომის სტიმულირება წარმოებაში და მისი სრულყოფის გზები - მეცნიერული ორგანიზება და შრომის ეკონომიკა. დისერტაცია დაცულია მოსკოვში, შრომის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, 1987 წელს.
თავისუფლების ინსტიტუტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შესწავლის თხოვნით, რათა დადგინდეს 1986 წელს მოსკოვში დაცული დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან.
თავისუფლების ინსტიტუტი აქვეყნებს როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე ევგენი ნოვოჟილოვის დისერტაციებს.
ბიძინა ივანიშვილს აქვს საპატიო დოქტორის წოდებაც. 2006 წელს ეს წოდება მას საქართველოს განათლების სამინისტროს სწავლულ ექსპერტთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სულიერების აღორძინებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი