პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის'' განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის'' განცხადებას ავრცელებს:
,,ლელო საქართველოსთვის" მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
ხელისუფლებისგან მიტოვებული მრავალშვილიანი ფეხმძიმე დედა და უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვები - ჩვენს ქვეყანაში ასეთი ოჯახები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია და მათზე არავინ ზრუნავს. მთავრობამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარების ის ნაპერწკალიც წაართვა, რომლითაც უბრალოდ არსებობა შეეძლოთ. სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა იყოს, თუმცა დღეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ჩვენ ყოველდღიური ტრაგედიების გარემოში ვცხოვრობთ. ადამიანები იხოცებიან შიმშილით, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოთი და იმის გამო, რომ არ აქვთ ელემენტარული საარსებო პირობები და მახინჯი სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გამო მიდიან ყველაფერზე, რათა საკუთარი შვილები მაინც გადაარჩინონ.
საზოგადოებამ მათი სიცოცხლის უფლებისთვის და უსაფრთხო მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამ მძიმე ტრაგედიის გამო ,,ლელო საქართველოსთვის" და მასთან ერთად სხვა ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტთან დაგეგმილი სირცხვილის დერეფნის მოწყობა გადადეს.
პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" მოუწოდებს პარლამენტს და მთავრობას, მიმართოს პრეზიდენტს, გამოცხადდეს გლოვის დღე და გადაიდოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნა.
ქვეყნის მთავრობა დღეს მხოლოდ იმაზე უნდა ფიქრობდეს, თუ რა გახდა ამ ადამიანების დაღუპვის მიზეზი, ხოლო მომავალმა ხელისუფლებამ შექმნას ისეთი გარემო, სადაც ადამიანები შევძლებთ, ვისარგებლოთ ძლიერი სოციალური მხარდაჭერითა და სერვისებით." - ნათქვამია განცხადებაში/
კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს დიდ მწუხარებას დაღუპულების ოჯახის წევრების მიმართ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
