"ვაშინგტონში ვიზიტებზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული როგორი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღე "
"შეიძლება ოპოზიციისთვის საქილიკო იყოს ეს ვიზიტები, მაგრამ არა საზოგადოებისთვის, რადგან ამ შეხვედრების შემდეგ გადაწყდება როგორ წავა პროცესები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს აშშ-ში”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვაშინგტონში ვიზიტებზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული როგორი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღე - ძაბირაძე
"აშშ-ის კონგრესმენებისა და სენეტორების კრიტიკული წერილების მიღების შემდეგ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით ვაშინგტონში მაღალი დონის ვიზიტები შედგება. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან უკვე დაგეგმილია ოთხზე მეტი მაღალი დონის ვიზიტი, რომელთა განხორციელებაც მომავალი კვირიდან დაიწყება და უკლებლივ ყველა პარტნიორთან მომავალთან დაკავშირებული ხედვა სათანადორდ იქნება მიტანილი. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც 4-7 თებერვალს გაიმართება”, - აღნიშნავს გამოცემა.
"უახლოეს დღეებში ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი აშშ-ში. "თემები საიდუმლო არ არის და ყველასთვის ცნობილია რა პრეტენზიებიც აქვთ დასავლელ პრატნიორებს. რა თქმა უნდა, პირველი თემა იქნება საარჩევნო სისტემა და არჩევნების ჩატარება. წამოიწევს ანაკლიის პორტის თემაც. "ხელისუფლების გადაწყვტილება სრულიად გამართლებულია და სწორია, რადგან ამ ვიზიტების ფარგლებში უნდა დაარწმუნონ პარტნიორები, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად. შეხვედრები გაიამთრება კონგრესში და ალაბთ კონსულტაციებსაც გაივლიან, ტრამპის ადმინისტრაციასთან”, - განაგრძბს გამოცემა.
"ოპოზიციისთვის შეიძლება საქილიკო იყოს ეს ვიზიტები, მაგრამ არა საზოგადოებისთვის, რადგან ამ ვიზიტიების შემდეგ გადაწყდება როგორ წავა პროცესები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ შეხვედრებზე, როგორი იქნება ქვეყნის ხვალინდელი დღე. ვის რა დიპლომატიური ნიჭი აღმოაჩნდება, წინასწარ არავინ იცის, ისე ტალეირანები ჯერ მე საქართველოში არ მინახავს. რა შედეგსაც დადებს ხელისუფლება, ამასაც ვნახავთ. "ეს ვიზიტები იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აშშ-ში მიემგზავრება ივანიშვილის ელჩები თუ პირადი დესპანები, რაც გინდა ის დაარქვით და ივანიშვილი დარწმუნდება ერთ რამეში, რომ ეს წერილები თუ ეპისტოლეები სახუმარო საქმე არ არის"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი