November 22, 2024

“ივანიშვილი ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ მოატყუოს ამერიკელები”

“ვიზიტები ვერ უშველის, რადგან აშშ-ს კონგრესში საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და ეს არ არის ლობისტური ჯგუფები, ეს არის ორი პარტიის პოზიცია” - ასე ეხმაურება რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ვიზიტებს ვაშინგტონში. აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორების არაერთი კრიტიკული წერილების მიღების შემდეგ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით თებერვალში, ვაშინგტონში მაღალი დონის რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ფორუმში. მინისტრი უკვე შეხვდა კონგრესმენებს; დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. უახლოეს დღეებში ვაშინგტონს ვიზიტით ეწვევა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. გაზაფხულზე კი იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დავით ზურაბიშვილი: “ივანიშვილი ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ მოატყუოს ამერიკელები”.

 

“ზალკანიანთან შეხვედრაზე კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ საქართველოში არის პრობლემები დემოკრატიის კუთხით, საჭიროა ნორმალური საარჩევნო სისტემა და უნდა შეწყდეს ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა; ლიდერი აღარ დარჩა ოპოზიციაში პროკურატურაში არ იყოს დაბარებული. ნამდვილად არ ვიცი, რა არგუმენტებით გაამყარებს თავის პოზიციას საქართველოს ხელისუფლება, რადგან არანაირი არგუმენტი აღარ დარჩა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური კატეგორიებით არ აზროვნებს, საბჭოთა პერიოდში “ცეხავიკები” რომ იყვნენ ისე აზროვნებენ. ინტერესი არის კარგად იცხოვრონ, ფული იშოვნონ... ივანიშვილი ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორც შეინარჩუნოს ხელისუფლება, როგორც მოატყუოს ამერიკელები, რომ კრიტიკა შერბილდეს და მის მიმართ სანქციები არ განხორციელდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

 

 

“საქართველოში პოლიტიკა თუ არ შეიცვალა, იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება იქნება ადეკვატური, ვერანაირი ვიზიტები ვერ უშველის, რადგან აშშ-ს საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს და ეს არ არის ლობისტური ჯგუფები, ეს არის ორი პარტიის პოზიცია. რაც შეეხება ოპოზიციას, რისი იმედი აქვთ ვერ გეტყვით. მიუხედავად ჩემი ხელისუფლებისადმი განწყობისა, ჯერ კიდევ დგას საკითხი, ბიძინა თუ არა, მაშინ ვინ? ამიტომ უნდა გამოჩნდეს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას დააჯერებს რომ ის შეძლებს ქვეყნის მართვას. დღეს ასეთი ალტერნატიული ძალა არ ჩანს და ალბათ 2020 წლის არჩევნებშიც არ იქნება” - დასძენს დავით ზურაბიშვილი.

წაკითხვა 537 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.