"კანონი რომ კანონობდეს, წულუკიანი დიდი ხნის წინ უნდა მიეცათ პასუხისგებაში"
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ოპოზიციონერი ლიდერები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სამართლებრივ პასუხისგებას ითხოვენ.
"სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ჩაიდინა დანაშაული და ე.წ. მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტი გაასაჯაროვა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მოხდა ქალბატონი წულუკიანის პირდაპირი მითითებით", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ პენიტენციარული სამსახურიდან გავრცელდა ინფორმაცია, ვის შეხვდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ციხეში, მანამდე კი წულუკიანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე თავად წარადგინა ვიდეოჩანაწერი, სადაც ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული.
- დიდი ხანია, წულუკიანს აღიზიანებს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურაა და ხელისუფლებას არ ექვემდებარება. ის გააღიზიანა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ლომჯარიას ანგარიშმა, სადაც სახალხო დამცველი ციხეებში ქურდული სუბკულტურის არსებობაზე მიუთითებდა. როდესაც იუსტიციის მინისტრი ასაჯაროებს კონფიდენციალურ ინფორმაციას, ამით პატიმრებს მიანიშნებს, თუ "ობშიაკზე", მაყურებლებსა და სხვა პრობლემურ საკითხებზე ილაპარაკებენ, ამას გაიგებს და სახალხო დამცველი ვეღარ დაიცავს. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ წულუკიანი პირადად ლომჯარიას კი არა, ომბუდსმენის ინსტიტუტს ებრძვის.
- ეს პროცესი იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობით უნდა დასრულდეს?
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს