November 22, 2024

“სააკაშვილის ბოლო რეიტინგმა ბოკერია და ბურჯანაძე მწყობრიდან გამოიყვანა”

"პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ღიად და აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ასე ეხმაურება - “მიშა სააკაშვილი არის უძლიერესი პოლიტიკოსი. დაინახა, რომ შედეგი არ არის და ძალიან სწორად იმოქმედა. გააკეთა საინტერესო განცხადება, ბევრი ახალგაზრდა უნდა მოვიდეს პოლიტიკაში და 27-წლიანი ტიპები ნუ გამოგვეხმაურებითო. ვინ დააბნია ან ვის რა ეწყინება სააკაშვილის ამ ნაბიჯით, არ ვიცი. პირადად მე ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ დროული იყო...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სააკაშვილის ბოლო რეიტინგმა ბოკერია და ბურჯანაძე მწყობრიდან გამოიყვანა” - თაკო ჩარკვიანი.

 

“რამდენი ხანია ვამბობ, რომ ოპოზიციური გაერთიანება მცდარ გზას ადგას და გარდა საარჩევნო სისტემისა, სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარი რუსული ვექტორის პარტიებთან არ შეიძლება. ამიტომაც გავემიჯნე ამ ფორმატს, რადგან ხელს არ შევუწყობ საქართველოში რუსული რბილი ძალის რეაბილიტაციას. მიშა სააკაშვილმა, ვინც უძლიერესი პოლიტიკოსია, ნახა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედეგი არ არის, ხელისუფლება დათმობაზე არ მოდის, ამიტომ სწორად იმოქმედა და დროულიც იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ დიდი ხანია, ველოდი. თანაც ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა - ახალი ძალებია საჭიროო და 27-წლიანი ტიპები ნუ გამოგვეხმაურებითო. მექნება მასთან კონსულტაციები და, რა თქმა უნდა, კითხვებიც. არ ვაპირებ, შევეგუო იმ შეცდომებს, რომლებიც ადრე იყო დაშვებული. როცა მე მის შეცდომებს ვებრძოდი, მაშინ გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, ბურჯანაძე კი - პარლამენტის თავმჯდომარე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თაკო ჩარკვიანი.

 

 

“ბოკერია და მისი პარტია დღეს არ ჩააგდებს, რომ მიშა სააკაშვილი არ გააკრიტიკოს, ბურჯანაძე კი იძახის, რომ სააკაშვილი მისი პირადი მტერია. სააკაშვილის ბოლო რეიტინგმა გამოიყვანა ისინი მწყობრიდან. მე არ ვიცი, ვინ დაიბნა და ვის რა ეწყინა ან რას მოიმოქმედებს მომავალში, მაგრამ მიშა სააკაშვილს რომ ხელს ვერავინ შეუშლის ამ საქმეში - პუტინი კაბაში ბურჯანაძე, ვინმე პუნწკულაშვილი გიგა ბოკერია თუ ხაზარაძის “ლელო”, ამაში დარწმუნებული ვარ. სააკაშვილის დონის პოლიტიკოსები ჩვენ დასაკარგი არ გვყავს”, - დასძენს თაკო ჩარკვიანი.

წაკითხვა 585 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 10 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.