ევროკავშირის შეშფოთება უგულავას საქმეზე- ოფიციალური ბრიუსელი ივანიშვილის გუნდს აფრთხილებს
ოფიციალური ბრუსელი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს:
ცალკეული პოლიტიკოსებისა და დეპუტატების შემდეგ, ამჯერად ევროკავშირის წარმომადგენლები ქვეყნის მთავრობას ახსენებენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც აუცილებლად უნდა შეასრულოს, მათ შორის უზრუნველყოს დემოკრატიის მაღალი ხარისხი ქვეყანაში.
ევროკავშირი აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ ხმაურიან საქმეს და ოპოზიცინერი ლიდერების დევნის შემთხვევებს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა. გუშინ კი დახურულ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინფორმაცია შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მიიღეს.
ოფიციალური განცხადება გავრცელებულია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს გახლავთ დიპლომატიური უწყება, რომელსაც პირდაპირ ექვემდებარებიან ელჩები. გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა დაიწყო გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ გიგი უგულავას დაპატიმრებასთან მიმართებით, ხელს არ შეუწყობს პოლიტიკურ დიალოგს და დეპოლარიზაციის პროცესს.
ევროკავშირი დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც დაკავშრებულია გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეებთან.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
