November 22, 2024

დაჭერების სერია გაგრძელდება - ვინ არის შემდეგი ივანიშვილის სიაში

“გიგი უგულავას დაჭერის შედეგ ახლა ოპოზიციაში იმაზე ფიქრობენ, ვინ იქნება შემდეგი. ივანიშვილმა იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ციხის მოხდა კიდევ ბევრს მოუწევს და მიუხედავად ამისა, მაინც თავგანწირულად მიდიან. გიგი უგულავას შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ „ლელოს“ დამფუძნებლების ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დაკავებაც ვიხილოთ. მათ ბრალად ჯგუფურად 17 მილიონი დოლარის უკანონო ლეგალიზაცია ედებათ. პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს გამოძიება დაიწყო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დაჭერების სერია გაგრძელდება - ვინ არის შემდეგი ივანიშვილის სიაში

 

"ასევე არ არის გამორიცხული გიგა ბოკერიას დაკავებაც მოხდეს. ის დეკემბერში პროკურატურაში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, საქმე კი მის უშიშროების საბჭოში საქმიანობას ეხება, რომელზეც გამოძიება 2014 წელს დაიწყო. ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2013 წლებში იყო. მას ლობისტური კომპანიებისთვის დიდი ოდენობით თანხების გადარიცხავს ედავებიან. საქმე 50 მილიონის გაფლანგვას ეხება. 20 თებერვალს კი საპატიმროს საქართველოს ყოფილი პრემიერი და შს ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი ტოვებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მან ციხე ვერ დატოვოს, რადგან ვრცელდება ცნობები, რომ მას უკვე ახალ ბრალს უმზადებენ. საქმე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეს ეხება. არ არის გამორიცხული, რომ საპროცესო გარიგების ხარჯზე პროკურატურამ იპოვოს მოწმე, რომელიც მერაბიშვილს ხელს დაადებს. სულ მცირე, შეიძლება 9 თვით მაინც დატოვონ ციხეში”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი ირაკლი ოქრუაშვილი კი უკვე 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის 20 ივნისიის მოვლენების ფაქტზე დაკავეს და ასევე ბრალი ბუტა რობაქიძის საქმეზეც დაუმძიმდა. იგივე საქმეზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას შინა პატიმრობა აქვს მისჯილი და მას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს. ასევე რამდენიმე წლით მაღალი თანამდებობის დაკავებაც აუკრძალეს. აი რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი "იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „ტრაგიკული სიტუაციაა. მთელ საზოგადოებას ხო აწვალებენ, მე არც ის არ მომწონს, რომ ესენი პირდაპირ კედელს თავს ურტყამენ, შანსი არ აქვთ. ღამეებს ათენებენ, ერთმანეთს ამაგრებენ, ერთმანეთს ატყუებენ, რომ "დღეს არა და ხვალ მოვალთ“. შანსი არ აქვთ. ამ დროს მიდიან ვაბანკზე. უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ, ზარალდებიან. ზოგი ორი დღით მიდის ციხეში, ზოგი ერთი კვირით. ახლა ამ ახალგაზრდებს უწევს დაპატიმრება. ზოგს პატარა ტრავმა აქვს, ზოგს უარესი ტრავმა აქვს. ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა, მაგრამ თავგანწირულად მიდიან“, - ამბობს ივანიშვილი. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ“, - ეს განცხადება შოთაძემ მაშინ გააკეთა, როცა საპროკურორო საბჭოში, როგორც გენპროკურორობის კანდიდატი, ისე "იკითხებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

"ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაზე ამბობს, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი და ეს ბოლო დაკავება არ არის. "იმის მაგივრად, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაეწყო პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი, ამ კოლაბორაციულ ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ დააკავებენ არა გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ ეს ბოლო დაკავება არ არის, ამას კიდევ ბევრი სხვა დაკავება მოჰყვება. ახლა განწირული ხელისუფლებისთვის, მთავარია ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პროტესტს შეუერთდნენ. ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არანაირი დანაშაული, მის ქმედებებში არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრის. ადამიანმა ერთი რაც თქვა იყო, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ვინახავთ ჩვენი ფულით“, - განაცხადა ვაშაძემ”, - დასძენს გამოცემა.

 

 

"ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან“ აცხადებს, არ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ, რომ ეს სამართლებრივი გადაწყვეტილება იყო, მაინც არავინ დაიჯერებს, რადგანაც არჩევნების წინ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის დაკავება მთლად სამართლებრივ ჭრილში ვერ გავა. "რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაზე ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში იქნებოდა. საერთოდ თეთრი ძაფით არის ეს ყველაფერი ნაკერი. მართლაც პროკურორმა თადუმაძემ წაუყენა ბრალი და მოსამართლე თადუმაძემვე განაჩენიც გამოუტანა. თუ ხელისუფლების მიზანი ის არის, რომ ოპოზიცია დააშინოს დაჭერებით, ნუ მაშინ ქართველ საზოგადოებაზე და ამ ლიდერებზეც ცუდი წარმოდგენა ჰქონია. თუ მიზანი სხვა რამე აქვს, პოლიტიკური "ოცნებისთვის“ ეს მომგებიანი არ არის. ეს ხელს ქვეყანაში პროცესის რადიკალიზებას გამოიწვევს და შესაძლოა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს“,-აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 538 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 12 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.