November 22, 2024

“რევოლუცია ჩვენ კი არა, “ოცნებას” უნდა”

"რევოლუციური სცენარი თავად ხელისუფლებას აქვს. რევოლუციის იმიტირება თუ ვინმეს აწყობს, ეს პირველ რიგში ივანიშვილია და არა ოპოზიცია. ოპოზიცია მზადაა ნებისმიერი მოდელით წავიდეს არჩევნებზე, თუმცა ვცდილობთ, არჩევნები სამართლიანი სისტემით ჩატარდეს და გვინდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რადგან ეს ივანიშვილის რეჟიმის დასრულების მეტ გარანტიას იძლევა. მეორეცაა - ვიბრძვით საერთოდ დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა ქვეყანაში. ამიტომ რევოლუციაზე ბოდვები და შეთქმულების თეორიები ახალი არ არის. ეს ყველა ავტორიტარ რეჟიმს ახასიათებს”, - აცხადებს ლეიბორისტი ლაშა ჩხარტიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლაშა ჩხარტიშვილი: “რევოლუცია ჩვენ კი არა, “ოცნებას” უნდა” / “გირგვლიანის საქმეზე, მერაბიშვილთან ერთად მურუსიძეც უნდა გასამართლებულიყო”.

 

“რევოლუციაზე საუბარი სააკაშვილსაც უყვარდა, შევარდნაძესაც, რომელმაც, საბოლოო ჯამში იმდენი ქნა, რომ თავად მოიწყო რევოლუცია. სწორედ არჩევნების გაყალბებამ აიძულა საზოგადოება რევოლუციურ რეჟიმში გადასულიყო. რევოლუციები ყოველთვის ხელისუფლების დამსახურებაა, მას ოპოზიცია კი არა, ხელისუფლება იწვევს. ჩვენ არჩევნებზე მივდივართ, მაგრამ თუ “ოცნება” წიხლებითა და ავტომატებით, მასობრივი გაყალბებით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკუთარი არჩევანი დაიცვან. ჩვენ ჯერ მხოლოდ არჩევნების მოგებაზე ვფიქრობთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილი.

 

 

“4 აპრილს, 4 საათზე პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქციის თვის ვემზადებით. ყველა მოქალაქის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენი გამოვა. რაც უფრო მასშტაბური იქნება აქცია, მით უმტკივნეულოდ ჩაივლის ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ რაგიონებში, ადგილებზე ავუხნათ, რა მდგომარეობაც არის... ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ივანიშვილის წასასვლელად, არამედ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასოდეს იყოს ერთი პარტია და ერთი კაცი ყველაფერი - მე ვფიქრობ, ამას გაიგებს ხალხი”, - დაასკვნის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ვანო მერაბიშვილს მიიღებთ ლეიბორისტების ოფისში?...” - პასუხობს:

 

 

“მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა. ეს კარგი პრეცედენტია. ყველა მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში დანაშაულისთვის ყველას მოეთხოვება პასუხი. ეს კარგად უნდა იცოდეს პატიმრობის კანდიდატმა გახარიამ. ცხადია, ამას კანონი იტყვის და არა სხვა ვინმე... დაუსჯელი ბევრი დარჩა, ბევრი დანაშაულია გამოუძიებელი და გაუხსნელი. ეს ფაქტია. სამართლიანობა რომ არ აღდგა, ეს ივანიშვილის კისერზეა. სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით, გირგვლიანის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში თანაბრად იყო დამნაშავე შსს და სასამართლო. მერაბიშვილთან ერთად ამ საქმეზე მურუსუძეც უნდა გასამართლებულიყო. ის გასამართლდა კი არა, უვადო მოსამართლე გახდა. წინა ხელისუფლების 80% თავის დამნაშავე-დანაშაულიანად ამ ხელისუფლებამ გადმოიბარა”...

წაკითხვა 678 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 22 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.