ავადმყოფები ხართ, გოგოებო — სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა.
"თქვენ ავადმყოფები ხართ გოგოებო" — უთხრა მან ჟურნალისტებს, რომლებიც კითხვას უსვამდნენ საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალზე ჩამოსვლის შესახებ.
პირველი არხის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ლავროვის დაცვა და მისი თანმხლები პირები აგრესიას გამოხატავენ და დასცინიან ჟურნალისტებს. დაცვის წევრები იშორებენ მათ, ლავროვის თანმხლები ქალი კი კამერებს ხელს აფარებს.
მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროსაბჭოს მინისტერიალი დაიგეგმა გაჩნდა მთავარი კითხვა — ვინ ჩამოვა რუსეთიდან. აქამდე, რუსეთის დელეგაციას მინისტერიალზე ლავროვი ხელმძღვანელობდა, თუმცა მისი საქართველოში ჩამოსვლა პრობლემურია. მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.
რუსეთის საბჭოს სენატორმა, გრიგორი კარასინიმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, მინისტერიალზე ლავროვი არ ჩამოვიდეს, რადგან საქართველოში საზოგადოება აღელვებულია. სწორედ, ამ საკითხის გარკვევას ცდილობდნენ ქართველი ჟურნალისტები.
28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის დელეგაციას უმასპინძლებს, თუნდაც ამისთვის კანონისთვის "გვერდის ავლა" გახდეს საჭირო. მისი თქმით, ქვეყანა "ქართულ სტუმართმოყვარეობას" გამოავლენს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ "ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის". როგორ აპირებს ამას, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
