"პოლიტიკური კვლევაა და არა სოციოლოგიური“ – სოციოლოგების ნაწილი "იპსოსის“ კვლევას არ ენდობა
"ტელეკომპანია "მთავარი არხის" დაკვეთით ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია "იპსოსის" გამოკითხვას სოციოლოგთა გარკვეული ნაწილი უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ჩატარებული კვლევა რეალობას აცდენილია. თან, მათი თქმით, ეს გამოკითხვა საეჭვოდ იდენტურია იმ კვლევასთან, რომელიც გასული წლის ნოემბერში ასევე კომპანია "იპსოსმა" ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა. სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ "რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ ეს კვლევა არსებულ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "პოლიტიკური კვლევაა და არა სოციოლოგიური“ – სოციოლოგების ნაწილი "იპსოსის“ კვლევას არ ენდობა
“ეს არ არის ფრანგული კომპანია. ეს რუსულ-უკრაინული ფილიალია. თანაც, არ არის სანდო და სარწმუნო კვლევა, რადგან არცერთ შედეგს არ ემთხვევა, რომელიც ხელთ მაქვს. უნდობლობის მიზეზი მარტივად აიხსნება, - ნებისმიერი კვლევა, რომლითაც ოპერირებს "ფორმულა" ან "მთავარი არხი" და მანამდე "რუსთავი 2," არ ემთხვეოდა რეალობასა და არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. კვლევის სანდოობას ვადგენთ მარტივად: თუ ის ვერ ახდენს პროგნოზირებას და ცდომილება შეადგენს სტანდარტით დაშვებულზე მეტს, არანაირ რაციონალურ საფუძველს არ იძლევა იმისთვის, რომ ვენდოთ ამ კვლევებს. ამ ვითარებაშიც კი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" "მთავარი არხის" მეშვეობით უკვეთავს კვლევას და იქაც ჩანს, რომ "ოცნებას" 40%-მდე აქვს, მეტყველებს იმაზე, რომ "ოცნების" პოზიციები მყარია," - აღნიშნა გორგილაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.
"მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ასევე საეჭვოდ უყურებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, ეს კვლევა ტენდენციურია. პოლიტიკური კვლევაა და არა სოციოლოგიური. იგივე ჯგუფია, რომელიც აქამდე იწვევდა ეჭვებს და ახლა უფრო მეტად იწვევს. ძნელია რეალობაზე ლაპარაკი. ჩვენ ისეთ პირობებში ვართ, რომ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველა გამოკვლევას, რისი საფუძველიც გვაქვს. შესაძლოა ერთ კვირას მოსახლებაში გავრცელდეს ისეთი ინფორმაცია, რომ განწყობები შეცვალა, თუმცა მეორე კვირას მისი კვალიც კი არ იყოს. გარდა სტატისტიკისა, პოლიტიკოსების გადასაწყვეტი საკითხია, მოისურვებენ თუ არა პარტიები იყვნენ შეთანხმებულები მთავრობის დაკომპლექტებაში," - თქვა საყვარელიძემ. ბოლო გამოკითხვის საველე სამუშაოები 27 იანვარისა და 5 თებერვლის შუალედშია ჩატარებული. კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას" 34%, „ნაციონალურ მოძრაობას 29%, "ევროპულ საქართველოს" 10%, ლეიბორისტულ პარტიას კი 6% აქვს. შემდეგ მოდიან ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი" 5 %-ით; "ლელო" - 3%-ით; "გირჩი" - 3%-ით; ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა - 3%-ით; ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" - 2%-ით; "რესპუბლიკური პარტია" - 1%-ით; "კონსერვატორები" - 1%-ით და „თავისუფალი საქართველო" - 1%-ით”, - განაგრძობს გამოცემა.
"გამოკითხულთა 58% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან, ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში "ქართული ოცნება" დამარცხებისთვის განწირულია, კვლევაში სხვაობა 16%-ია. ამასთან, „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობის 51% ნეგატიურად ახასიათებს. 50% კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლს პოზიტიურად უყურებს. ნოემბერში "ფორმულას" დაკვეთით ამავე კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები კი ასეთია: რესპონდეტთა 65% პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა. იმ შემთხვევაში თუ არჩევნები არსებული (შერეული) სისტემით ჩატარდება, გამოკითხულთა 40%-მა თქვა, რომ „ქართული ოცნება" უმრავლესობას მოიპოვებს. თუკი პროპორციული სისტემით ჩატარდა, მმართველი პოლიტიკური ძალა მხოლოდ 31%-ს მიიღებს. აქვე უნდა აღინიშნოს „ენდიაის" კვლევა, რომელიც გასული წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამავე კვლევაში ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების." ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა უფრო მეტი ნაწილი დადებითად აფასებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. კვლევაში სააკაშვილს დადებითად გამოკითხულთა 26% აფასებს, ხოლო ივანიშვილს - 17%. ამავე კვლევის მიხედვით, ივანიშვილს უფრო მაღალი უარყოფითი შეფასება აქვს, ვიდრე სააკაშვილს. სააკაშვილს უარყოფითად 39% აფასებს, ივანიშვილს - 49%“, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი