"ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, ერთი თვით დააგვიანა მასობრივი ტესტირების დაწყება, რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრის"
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და“ ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრიან“.
როგორც გოცირიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, მმართველ გუნდს სურს ეს პროცესი ოპოზიციას გადააბრალოს, რის გამოც, ისინი ოპოზიციას კრიტიკასაც კი უკრძალავენ.
„ხელისუფლებამ დაუშვა სერიოზული შეცდომა, ერთი თვით დააგვიანა ქვეყანაში მასობრივი ტესტირების დაწყება და დღესაც არ არის იმ ზომით, რაც არის საჭირო ამ ვითარებაში. რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და ახლა ღვრიან ნიანგის ცრემლებს. უნდათ ეს პროცესი გადააბრალონ ოპოზიციას, კრიტიკასაც კი უკრძალავენ და მორალურ ტერორს ეწევიან. თურმე, მათი შეცდომის გაკრიტიკება და მხილება არ შეიძლება. დღესაც, საქართველო არის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა სწრაფი ტესტების ჩატარების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც ვირუსის მატარებელი და გადამცემია არის გამოუვლენელი. ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა, მათი შეცდომა. შეცდომას უნდა აღიარება და არა ჯიუტად იმის მტკიცება, რომ ტესტები პანაცეა არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
