"თავისუფალ მედიაში შესვლის პრეცენდენტი იყო სერიოზული პრობლემა"
თავისუფალ მედიაში შესვლის პრეცენდენტი იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მე კი არ ვიძახი შეცდომა იყო, ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნისთვის და ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, - განაცხადა საქართველოს ყოფლმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არისხ“ ეთერში.
მისი თქით, კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო და ამის გარეშე მომხდარიყო ლოკალიზება.
„ძალიან ადვილია ეხლა ჩემთვის თქმა, რომ ეს არ იყო საჭირო. ჩვენ როცა გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა არამარტო საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში - ქვეყნის ხელმძღვანელი პრეზიდენტი გადადგა და დანიშნა რიგგრაშე არჩევნები. აქ მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არა, მთელი მთავრობა გადადგა. ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმის გამო, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო. დემოკრატიული საზოგადოების მთავარ მონაპარავს, თავისუფალ მედიას ჭირდება ძალიან მოფრთხილება. თავისუფალ მედიაში შესვლის პრეცენდენტი იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მე კი არ ვიძახი შეცდომა იყო, ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნისთვის და ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო. სამწუხაროდ, ტელევიზიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დარტყმის ქვეშ დააყენა იმედი და ჩვენც იძულებული გავხდით მაშინ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა“, - თქვა მერაბიშვილმა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
