„ფეისბუქმა“ Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში წაშალა
კომპანია Facebook 2020 წლის აპრილის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია არაავთენტური ქმედებების გამო წაშლილი სოციალური ქსელების ანგარიშებისა და გვერდების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში რუსეთთან, ირანთან, აშშ-თან, მავრიტანიასა და მიანმართან ერთად, საქართველოც არის ნახსენები.
უფრო კონკრეტულად კი, Facebook-მა ონლაინ გამოცემა Espersona-სთან დაკავშირებული 511 Facebook გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და Instagram-ის 56 ანგარიში წაშალა.
ამ დროისათვის, გამოცემის თითოეული ანგარიში თუ გვერდი დაბლოკილია.
„ჩვენმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ქსელი დაკავშირებულია პირებთან, რომლებიც აგრეთვე დაკავშირებულნი არიან პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
Facebook-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები აღნიშნულ მედია პლატფორმას იყენებდნენ საზოგადოების ფართო მასებამდე ინფორმაციის გასავარცელებლად და ამისთვის იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს.
ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად ჩანდა, რომ ჯგუფები ნაყიდი იყო და მათ სახელი ჰქონდათ შეცვლილი. ამასთანავე ანგარიშების ნაწილი ჰგავდა ადამიანების ანგარიშებს, რისთვისაც გამოყენებული იყო კონკრეტული პირების ფოტოსურათები, რათა ისინი Facebook-ს არ დაებლოკა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გვერდების მოდერატორები სისტემატურად პოსტავდნენ ადგილოვრივი პოლიტიკური სიახლეებისა თუ არჩევნების შესახებ. ბოლო პერიოდში კი მოცემული ანგარიშები განსაკუთრებით ხირად წერდნენ კორონავირუსის შესახებ. Facebook-მა ამ ახალი ამბების ნაწილი წაშალა, რადგან ისინი შეიცავდნენ დეზინფორმაციას და ეწინააღმდეგებონდნენ კომპანიის შინაგანაწესს.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი