"საქართველოში ოპერირებს ჰაკერების ჯგუფი და ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურმა, ან მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის ქვეყნის პლატფორმად გადაქცევას" - ხატია დეკანოიძე
"საქართველოში ოპერირებს ჰაკერების ჯგუფი და ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურმა ან მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას"
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ბრიტანულ გამოცემა „დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც მისი თქმით, წერია, რომ ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან იმყოფებიან კავშირში.
დეკანოიძის თქმით, ხელისუფლება არათუ არაფერს აკეთებს მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად, არამედ პირდაპირ აფინანსებს, მაგალითად, ანტიდასავლურ პროპაგანდას.
„ჰიბრიდული ომი, რომელსაც პუტინი, კრემლი, რუსული სპეცსასახურები აწარმოებენ დასავლეთის წინააღმდეგ და მთელი მსოფლიოს წინაღმდეგ ზუსტად და მსგავს მეთოდებს იყენებენ იმისთვის, რომ შეაღწიონ ადამიანების ცნობიერებაში, მოიპოვონ ინფორმაცია, გაავრცელონ დეზინფორმაცია და ეს ინფორმაცია გამოიყენონ როგორც პროპაგანდა. ეს ჰიბრიდული ომი არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხე ცივილიზებული სამყაროსთვის. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც გამოცემა ზუსტად მიუთითებს, რომ ჰაკერების ჯგუფი მუშაობდა საქართველოდან. ეს ნიშნავს იმას, რომ, სამწუხაროდ, ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ პლატფორმად უკანასკნელ პერიოდში გადაიქცა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების დაზიანება და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სახელმწიფო, რომელმაც უნდა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები და რომელიც საქმის კურსში უნდა იყოს, რომ ყოველდღიურად საქართველოდან ხორციელდება მსგავსი ქმედებები, არათუ არაფერს აკეთებს, არამედ პირდაპირ აფინანსებს, მაგალითად, ანტიდასავლურ პროპაგანდას და მე შეგახსნებეთ, რომ რამდენიმე თვის წინ „ფეისბუქის“ ადმინისტაციამ დაბლოკა „ქართულ ოცნებასთან“ დაკაშირებული ძალიან ბევრი ის გვერდი, რომელიც პირდაპირ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა.
საქართველოში ოპერირებს ჰაკერების ჯგუფი და ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურმა ან მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას“,- განაცხადა დეკანოიძემ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი