"გუნდი ნამდვილად განახლდება" - თალაკვაძე
გარწმუნებთ, რომ გუნდი ნამდვილად განახლდება, იქნებიან ახალი სახეებიც, იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.
„არის ორი ძირითადი მიმართულება, თუმცა მესამე არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მოდით დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და პრიორიტეტი არის, ჩვენ როგორც ხელისუფლებამ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ყველა წინა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და დემოკრატიულად და ამას ადასტურებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები.
ჩვენი ნომერ პირველი პასუხისმგებლობაა, რომ ეს არჩევნებიც ჩავატაროთ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ და მერე უკვე გვაქვს ჩვენი პარტიული ამოცანა, გუნდის ამოცანა - პირველი არის საკადრო მიმართულება და მეორე - პროგრამული მიმართულება.
ანუ, რას გავაკეთებთ მომავალში, როდესაც ჩვენ ვეუბნებით ხალხს, რომ ავიღებთ პასუხისმგებლობას მომავალზე და მეორე, ავუხსნათ ხალხს, ვინ გააკეთებს ამ ყველაფერს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ პოლიტიკურ გუნდში.
ამ მიმართულებით ჩვენ ერთი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა, გარწმუნებთ, რომ გუნდი ნამდვილად განახლდება, იქნებიან ახალი სახეებიც, იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც და ასევე, ყველა ჩვენს თანამებრძოლს, თანაგუნდელს მინდა ვუთხრა, იმ ადამიანებსაც, ვინც იყო პარლამენტში, საკრებულოებში, მთავრობაში, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად ღირებულებებისთვის და აკეთებდნენ საქმეს, რა თქმა უნდა, მომავლის პოლიტიკაშიც ექნებათ თავისი ღირსეული ადგილი.
ჩვენი თვითმიზანი არ არის თანამდებობები და კონკრეტულ პოზიციაზე ყოფნა, ჩვენი მიზანია, შევასრულოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ "იმედის" ეთერში.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
