November 23, 2024

"ნაცმოძრაობა", მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები ითხოვენ, პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას დავალება მივცეთ, მძიმე დანაშაულებში ბრალდებული 3 პირი გაათავისუფლოს"

"ნაციონალური მოძრაობა", მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით, საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ, სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდება პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის განცხადებებს, მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" ყოველჯერზე მკაფიოდ პასუხობდა.

 

"უკვე ორ თვეზე მეტია მას შემდეგ რაც პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების თანდასწრებით პოლიტიკური შეთანხმება გავაფორმეთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ შეთანხმებით, თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება. "ქართული ოცნება" ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. სამწუხაროდ, შეთანხმების გაფორმების დღიდან, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით. "ნაციონალური მოძრაობა", მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით, საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ, სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი, რომელთა მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური წარსულის შესახებ კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამართლის უზნაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების მიმართ, ჯერ კიდევ, ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან ავლენენ და თქვენ კარგად გახსოვთ ეს. მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი. როგორ მოგეხსენებათ, ამგვარ განცხადებებს ყოველჯერზე საჯაროდ აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ყოველ ჯერზე ვპასუხობდით მათ განცხადებებს," - განაცხადა თალაკვაძემ.

წაკითხვა 584 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 11 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.