"შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს" - გიგი უგულავა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს და მისი გათავისუფლების შემდეგ საპატიმრო გიორგი რურუამაც უნდა დატოვოს.
"საერთოდ არ მსიამოვნებს ის, რომ ჩემს ქვეყანაზე საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები იმიტომ, რომ ამას თავისი ხიფათი, მინუსები, პრობლემები მოსდევს ქვეყნისთვის, არ მაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლება ამას გააცნობიერებს იმიტომ, რომ მათი ქმედებიდან ეს არ გამომდინარეობდა, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და ეს სამყარო არ არის ჩალით დახურული და თუნდაც არც კორონავირუსით შებურული, ის რაც სიმართლეა და რა ვალდებულებასაც აიღებ, როგორც არ უნდა მტკივნეული უნდა იყოს შენთვის, ეს ვალდებულება უნდა შეასრულო იმიტომ, რომ თუ ხარ ხელისუფლებაში, უნდა გესმოდეს, რომ საჭიროა ხშირად მტკივნეული გადაწყვეტილებებების მიღება, მაგრამ ამაზე უფრო მეტად საჭიროა, როცა ამ გადაწყვეტილებას, ვალდებულებას აიღებ, ის უნდა შეასრულო. ასეა ადამიანურ ურთიერთობაში, ასეა საერთაშორისო პოლიტიკაში და ასეა შიდა პოლიტიკაში”, - განაცხადა უგულავამ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
