"პოლიტიკოსებს ნუ უყურებთ როგორც დედისერთა შვილის მშობლები" - ირაკლი ოქრუაშვილი
"პოლიტიკოსებს ნუ უყურებთ როგორც დედისერთა შვილის მშობლები. ჩვენც გვაქვს ჩვენი ნაკლი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არ ვიზომებით იმ საზომით, რაც ახლა გამოვიყენეთ. სასიძოს ნუ ეძებთ ჩვენში,"- ამის შესახებ განცხადება "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით პოლიტიკოსებსაც აქვთ ნაკლი, თუმცა დღევანდელი ოპოზიცია ძალიან გამოცდილი და ინტელექტუალია.
"დღევანდელ ოპოზიციას აქვს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე გაცილებით მეტი ინტელექტიც, ერუდიციაც, განათლებაც და გამოცდილებაც. თუ თქვენ გაქვთ მოთხოვნილება, ახალ, სუფთა, უმწიკვლო და გაუსვრელ ადამიანებზე, ეგეთები საბავშვო ბაღში არიან. შეგიძლიათ მოიყვანოთ, ანდოთ ქვეყანა და ნახოთ რა იქნება. ნებისმიერს ვგულისხმობ. ძალიან ბევრია პოლიტიკაში ისეთი ადამიანი, ვისაც არ აქვს გამოცდილება მართვის და არც შეცდომები დაუშვია. შეცდომებს ისინიც დაუშვებენ. შეცდომებს უშვებენ ისინი, რომლებიც რაღაცას აკეთებენ და არ უშვებენ ისინი ვინც არაფერს არ აკეთებენ", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
