"საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ"
საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ,- ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში საქართველოს საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ, რომ მზად არიან მოიწვიონ რუსი ექსპერტები ლაბორატორიაში.
რუსეთი ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს.
„სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი ელოდება ოფიციალურ პასუხს ნოტაზე შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ მხარეს 2019 წელს გაეგზავნა.
მოსკოვში ყურადღება გამახვილეს იმაზე, რომ ლუგარის ცენტრი ვაშინგტონის მიერ ფინანსდება.
„მიუხედავად, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ლაბორატორიაზე სრული კონტროლისა და დაფინანსებისა, მის ბაზაზე მიმდინარე კვლევები, ფატობრივად კურირებას უწევს და აფინანსებს ამერიკის თავდაცვის უწყება და მასთან აფილირებული უწყებები“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
მათი განცხადებით, ამის დასტურია ამ ობიექტზე მიმდინარე ექსპერიმენტები, საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევების გადამტანად მწერების გამოყენების თაობაზე. ასევე საბრძოლო აღჭურვილობა მომწამვლელი ნივთიერებებით, ან ინფექციის აგენტებით.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი