"დაველოდოთ მოვლენების განვითარებას" - თეა წულუკიანი
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა არჩევნებზე, ის იყოს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის პირველი ნომერი.
ჟურნალისტებმა მინისტრს ასევე კითხეს, იგეგმება თუ არა დაწინაურება, როგორც ეს პრემიერმა პარლამენტის სხდომაზე დააანონსა.
"ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც წინ გვაქვს. ვფიქრობ, პრემიერის ეს რეპლიკა პასუხი იყო, იმ აბსოლუტურად ოდიოზურად ქცეული პოლიტიკოსის კივილზე, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში და არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე ტიპის რეალური გეგმები იდგეს. სია თუ არა, პარლამენტი თუ არა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ჩვენ ყველას წინ გვაქვს", - განაცხადა წულუკიანმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
