"დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ტიკარაძე პარლამენტში აუცილებლად მოვა" - სოფო კილაძე
ჩვენ მინისტრების, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლა არ გვიკვირს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, არაერთი მინისტრი მოსულა არაერთხელ და მათ შორის, პრემიერ-მინისტრიც.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ეკა აუცილებლად მოვა იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც არის პარლამენტის და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ვალდებულებას შეასრულებს. უბრალოდ, შეიძლება ამ მომენტში, კონკრეტულად დღეს ვერ მოვიდა და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. მთავარი არის ის, რომ ის მოვიდეს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით. ჩვენ გასულ კვირას გვქონდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და მგონი, ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცა. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება, შესრულება ყველასთვის აუცილებელია, ეს იქნება სოფო კილაძე, ეკატერინე ტიკარაძე თუ ნებისმიერი სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ეკა პარლამენტში აუცილებლად მოვა. დღეს თუ მოსვლა ვერ მოახერხა, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ", - განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" პარლამენტში ჯადაცვის მინისტრი დაიბარეს.
დეპუტატები ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე ელოდებოდნენ.
ეკატერინე ტიკარაძემ კომიტეტის სხდომის გადადებას მოითხოვა. მინისტრი მზად არის პარლამენტში მივიდეს თუმცა სხვა დროს.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა
