"თითოეული ნაბიჯი მომავალში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული" - გახარია

ჩვენი უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, მომავალში ყველა ნაბიჯი უნდა იყოს ფრთხილი და გონივრული, რაც ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების ერთადერთი შესაძლებლობაა. 

 

"დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიურად ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ იმ გეგმის, რომელსაც მივყვებით მიუხედავად იმისა, რომ ეფექტურად გვაძლევს ვირუსის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას, თითოეული ნაბიჯი მომავალში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა - წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისსაც", - განაცხადა გახარიამ. 

 

მისივე თქმით, მთავრობის უპირველესი მიზანია ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქეების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება.

 

„ჩვენი ძირითადი ამოცანა და სტრატეგიაა ინფიცირების შესაძლო სწრაფი, უსწრაფესი გამოვლინება, მოქალაქეებისთვის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ მათი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში, ასევე, სწრაფად დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციის და მართვის, ვირუსთან ერთად ცხოვრების და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ უნდა ვმართოთ ჩვენ ეს რისკები ვირუსის გავრცელების სისწრაფის და მისი გეოგრაფიის. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი, თითოეული ჩვენგანის, მინისტრის და სამინისტროსი - სწრაფი გამოვლენა , სწრაფი მკურნალობა და სწრაფად ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 439 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 04 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.