"მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას" - ზურა ჯაფარიძე
"მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას,"- ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე წერს.
"შესაბამისად, ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან
ქორწინებაში ვგულისხმობ ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას; რელიგიური რიტუალი კონკრეტული კონფესიის საქმეა
ზოგადად, ვთვლი რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა
და ლელოზე ნუ გადაირევით მაინცდამაინც, სხვა პარტიებსაც იდენტური ან ოდნავ გაბლარული პოზიცია აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში; იმიტომ კი არა რომ რამე პრინციპს იცავენ. ხალხის რისხვის და ხმების დაკარგვის ეშინიათ", - წერს ჯაფარიძე.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
