პარლამენტმა ე. წ. მთის კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
დღეს პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ცვლილებების შედეგად, რომლის ავტორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქვეყნის კიდევ 58 დასახლებას მიენიჭა, რის საფუძველზეც, დაახლოებით, 26 ათას ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, ისარგებლოს კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით.
უწყების ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს მიენიჭა, რომლებიც ისეთ მუნიციპალიტეტში შედიან, რომლის დასახლებების 80 პროცენტს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული. ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის 1000 მეტრ ან მის ზემოთ სიმაღლეზე მდებარეობს.
„ასევე, შეიცვალა 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9-თვიანი პირობის ნაცვლად, განისაზღვრა ექვსთვიანი პერიოდი. სულ ასეთია 95 დასახლება. მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა გამყოფ ხაზთან მდებარე 19 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზეა. შეგახსენებთ, რომ კანონში ცვლილებების მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს, მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის - ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1795 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 272 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
სიახლეები
- სუს-მა, 4 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, B.P. TRANS-ის დირექტორი, კომპანიის თანამშრომელი და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავა
- თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ორი სადგური აშენდება
- “მოლოტოვის კოქტეილის” კამპანია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა; ქართულ საზოგადოებას დღემდე არ მოგვისმენია ამ მავნე კამპანიის დაგმობა ან თუნდაც მისგან გამიჯვნა” – პაპუაშვილი
- “როგორც ჩანს, უკრაინაში ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება” - ტრამპი
- “პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური „კუკლაა“ ისეთი ერთობების ასარევად, სადაც ბელადი და ფულის ტომარა ძალაუფლების წყარო/ყურადღების ცენტრში არ არიან” – ჩერგოლეიშვილი