"პოლიტიკური სპექტრი, არჩევნებიდან გამომდინარე, ძალიან ტოქსიკურია" - პრემიერი
თქვენ გაქვთ ფუნქცია, ამერიკის ელჩის ქმედებების, ნაბიჯების ან ვიზიტების თარგმნის? ან ვინ გითხრათ, რომ ეს გაფრთხილება იყო? - ასე მიმართა ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელსაც აშშ-ის ელჩის პროკურატურაში ვიზიტზე ჰკითხა.
ჟურნალისტის პასუხზე, რომ ასე შეფასდა პოლიტიკურ სპექტრში, გახარიამ განაცხადა, რომ მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური სპექტრი ტოქსიკურია.
„თქვენ გაქვთ ფუნქცია, ამერიკის ელჩის ქმედებების, ნაბიჯების ან ვიზიტების თარგმნის? ან ვინ გითხრათ, რომ ეს გაფრთხილება იყო? თავს რატომ იქნევთ? პოლიტიკური სპექტრი, საწუხაროდ, არჩევნებიდან გამომდინარე დღეს არის ძალიან ტოქსიკური. მედიას რომ გადაავლოთ თვალი, შინაარსობრივ პოლიტიკურ ნიუსს ვერ ნახავთ, არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა, რომელიც კიდევ ამასთან ერთად „ფეიქნიუსებზე" არის დაყრდნობილი და ეს სამწუხაროა. სამწუხაროდ, ამას ყველა უნდა მივეჩვიოთ არჩევნებამდე და ყველაფერ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი პოლიტიკური კულტურა, მედია კულტურაც ნელ-ნელა ავიმაღლოთ”, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- ,,ირაკლი კუპრაძეს მინდა ვუთხრა: თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში!"- ალეკო ელისაშვილი
- შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
- ,,ისეთი მარშრუტი გავიარე, იქნებ ტურებს შევეჭამე გზაში, იმიტომ წამოვიღე ეს იარაღი; ვინმეზე თავდასხმა რომ მდომოდა, ცოცხალი არ დარჩებოდა არცერთი” – ალეკო ელისაშვილი
- მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა პრემიერ-მინისტრ სანჩესის გადადგომის მოთხოვნით
- ძლიერმა წვიმამ აზიაში 900-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
