გუბაზ სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ელჩს ბოდიშს უხდის
ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი გუბაზ სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ელჩს ბოდიშს უხდის.
როგორც სანიკიძე განმარტავს, მან არასწორად ჩამოაყალიბა სათქმელი, როდესაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს აშშ-ის საელჩო ისმენს.
"არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი ბრალი. არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, ამიტომ ბოდიში მინდა, მოვუხადო ოფიციალურად ამერიკის საელჩოსა და ქალბატონ ელჩს.
მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა აშშ-ის მიმართ, საქართველოში ამერიკის საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია, ფაქტობრივად იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საელჩოს წარმომადგენლებს თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ, შევხვდე და ჩემი ახსნა-განმარტება გავაკეთო“,- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
სიახლეები
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- შიმშილობა დაიწყო საპროტესტო აქციების მონაწილემ, პოლიციის მიერ დაკავებულმა აზა ჩილაჩავამ - ადვოკატი
- “ბატონო პრეზიდენტო, მადლობა, რომ ადამიანებს მიეცით საშუალება, პირნათლად და მთელი გულით ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის” - ბაჩო ახალაიას ცოლი სააკაშვილს
- “ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს – ფასდაუდებელია თქვენი ერთგულება და პროფესიონალიზმი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის საქმეში” - მაკა ბოჭორიშვილი
- ტრამპი არ განიხილავს უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემას
