"კობახიძის განცხადებით ხელისუფლების ჩანაფიქრები ვლინდება" - გოცირიძე
"კობახიძის განცხადებით ფაქტობრივად, ვლინდება ხელისუფლების ჩანაფიქრები",- ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს.
რომან გოცირიძის თქმით, არჩევნების ოქტომბერში ჩატარების საკითხი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ობიექტურ გარემოებებზე, თუმცა, კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას კორონავირუსის თემით მანიპულირება აქვს გადაწყვეტილი.
"ეს ან წამოცდენა იყო ან საცდელი ინფორმაციის სახით გაახმოვანა კობახიძემ ეს აზრი, რათა ენახათ, თუ რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს. ეს ემსახურება რამდენიმე მიზანს, პირველი ის, რომ უნდა მოადუნონ ოპოზიციის აქტივობა და გაურკვევლობაში ჩააგდონ საარჩევნო სუბიექტები. ამასთან, მათ გადაწყვეტილი აქვთ კორონავირუსის თემით მანიპულირება-უნდა ჩაატარებენ ოქტომბერში არჩევნებს, უნდათ - არა, როგორც მათ აწყობთ იმის მიხედვით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მათი რეიტინგი. თუ ოქტომბერში არ მოეწონებათ რეიტინგი, დღეში 5 შემთხვევაც რომ იყოს ქვეყანაში, შეეცდებიან დაძაბული ვითარება შექმნან, გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა და შემდეგ არჩევნები გადაწიონ. როგორც ჩანს, გეგმავენ რა დროში ააწყობენ პიარს, ფულს, საკუთარ რეიტინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, არჩევნების გადადება დაუშვებელია, რადგან საკონსტიტუციო ციკლიდან არ უნდა ამოვარდეს ქვეყანა. თუმცა, "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს ვერაფერი უშველის. თუნდაც კონგრესმენების ბოლო განცხადებები მოწმობს იმას, რომ მათთვის უკვე გამოტანილია განაჩენი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
