"რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლისთავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა"
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი თავის წიგნში წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლის თავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.
გარდა ამისა, ტელეკომპანიის ცნობით, ჯონ ბოლტონი ასევე წერს, რომ ტრამპმა სკრიპალების მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც არ მოიწონა.
„ბოლტონი წერს: აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, ტრამპს პირადი და ოფიციალური ურთიერთბების ერთმანეთისგან გამოყოფა უჭირს,“ - იუწყება CNN-ი.
ტელეკომპანის ცნობით, მათ ჯონ ბოლტონის წიგნის - „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ - ასლი მოიპოვეს.
ცნობისათვის, წიგნის გამოქვეყნება 23 ივნისისთვის იგეგმება.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
