"გიორგი გახარია იმსახურებს, რომ სიის პირველი ნომერი იყოს" - თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი გახარია იმსახურებს, რომ “ქართულ ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს.
მისი შეფასებით გიორგი გახარიამ პანდემიის პირობებში, პროცესების ეფექტურად მართვა შეძლო.
“მე ვფიქრობ, ის იმსახურებს რომ “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა გადაწყვეტილება არის გუნდის მისაღები და ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ივლის-აგვისტოში გავახმოვანებთ, მას შემდეგ, რაც სიის ფორმირება დასრულდება.
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, პრაქტიკულად, ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, ესა არის COVID-19, ეს არის პანდემია, მან უზრუნველყო პროცესების ეფექტური მართვა, ყველა სტრუქტურის ჩართულობა, კოორდინაცია, მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში მოხდა ვირუსის გავრცელების შეკავება და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნდებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში".
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
