"მართალი აღმოვჩნდი, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა"
მართალი აღმოვჩნდი, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა, - ამის შესახებ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება არა მხოლოდ ხელისუფლების მიერ გატარებული პრევენციული ზომებისგანაა გამოწვეული, არამედ იმითაც, რომ „უბრალო ხალხმა“ საქართველოს მოწინააღმდეგეებისთვის მხარდაჭერაზე უარი თქვა.
"მართალი აღმოვჩნდი. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყო პრევენცია. უბრალო ხალხმა უარი თქვა, მხარი დაეჭირა მათთვის, ვინც საქართველოს ეწინააღმდეგება და ცდილობს მისი სახელმწიფოებრივი საფუძვლები საბოლოოდ დაასუსტოს. აქედან გამოსავალი ერთადერთია - დროა ამ უსიამოვნებიდან გამოსვლის და მეზობლებთან, პირველ რიგში კი რუსეთთან, ურთიერთობის აღდგენის გზაზე დადგომის. ეს თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის კრიზისისა და სოციალური პრობლემების გადალახვას, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობას. ვფიქრობ, ეს არის როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ინტერესებში. რაც შეეხება ანტირუსულ ისტერიას, ეს ჭუჭყიანი ქაფი ახლო მომავალში მოირეცხება. დარწმუნებული ვარ, მომავალი ეკუთვნის ურთიერთობების აღდგენასა და ჩვენი ხალხების ერთიანობას, ჩვენს საერთო გამარჯვებას დიდ სამამულო ომში. საქართველოს ქუჩებშიც ზეიმი იქნება!" - წერს გავრილოვი.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
