"იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს 142 დეპუტატი დაუჭერს" - კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
განცხადება კარლ ჰარცელმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„მივესალმები გადამწყვეტი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას. სამწუხაროა, რომ განსხვავება მცირე იყო და იმედი მაქვს, რომ 29 ივნისს, საბოლოო კენჭისყრაზე 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება და ის 142 ხმა დაფიქსირდება, რომელიც მას მხარს მაშინ უჭერდა“, - წერს ჰარცელი.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
