"ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი" - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს.
ამის შესახებ კალაძემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ფეიკნიუსებთან ბრძოლა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში ფეიკნიუსებთან ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით, რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება, უფრო სწორად პროპაგანდა დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს. ისმის კითხვა – რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“ თუ მათთან ასოცირებულ ფეიკნიუსების გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ვალდებულები არიან ხელი შეუშალონ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ქართულ მედიასივრცეში.
„თქვენ ალბათ აკვირდებით, რომ საკმაოდ აქტიური ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო თბილისის მოსახლეობას ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ხორციელდება, რომელიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. ასევე არ ვერიდები პრობლემებზე საუბარს, გამოწვევებზე, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს და არ გვერიდება ამაზე საუბარი, რადგან პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში დაგროვდა ჩვენს ქალაქში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის ეტაპობრივად მოგვარება და გამოსწორება. არ გვერიდება ამ ყველაფერზე საუბრის. მაგრამ, ამასთან, ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე სამწუხაროდ თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედისაშუალებებით. ვალდებული ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედია სივრცეში. ხვალ 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეო ჩართვა, სადაც მოსახლეობას მივაწვდით სრულ ინფორმაციას. ასევე ვაჩვენებთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული მედია საშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი