"ოპოზიცია გასულია მომსახურების ზონიდან" - მდინარაძე
ოპოზიციის რადიკალური, უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, გასულია მომსახურეობის ზონიდან , - ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძის თქმით, კანონპროექტი განსხვავებული პარტიებისთვის არ იწერება და მიდგომა ყველასთან ერთნაირია.
„ოპოზიციის ეს რადიკალური უკვე კრიმინალური ნაწილი არა მხოლოდ პარლამენტიდან არის გასული, გასულია მომსახურეობის ზონიდან უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, გუშინ, მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებდა მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ ნახევარკილომეტრიანი რადიუსი უნდა ყოფილიყო ის მიჯნა, რომლიდანაც უნდა დაშორებოდნენ ადამიანები საარჩევნო სივრცეს, ანუ 1 - კილომეტრიანი დიამეტრით. კილომეტრიანი დიამეტრით შემოსაზღვრა თითოეული საარჩევნო უბნის რამდენად რაციონალურია და რამდენად შეიძლება სერიოზულად ილაპარაკო ამაზე არ ვიცი, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში გვაქვს პრაქტიკა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უფლება აქვთ, რომ საარჩევნო უბნამდე მიაცილონ, მიუთითონ სად შევიდნენ, ვთქვათ, მოაძებნინონ თავის ადგილი სიაში, ასეთი პრაქტიკაც კი არსებობს. ჩვენ ხომ ამაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ხომ რომელიმე პარტიისთვის განსხვავებულ კანონპროექტს არ ვწერთ. ერთნაირი მიდგომაა ყველა პარტიისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა
