"ეს სასაცილოც აღარ არის, პარადოქსია" - მდინარაძე
რურუა გაიხადეს კრიმინალურ ავტორიტეტად, მარტო უგულავა და სააკაშვილია საკმარისი რომ ეს პარტიები მოხსენიებულ იქნენ კრიმინალურ ოპოზიციად, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" არ უნდა გაუკვირდეს, რომ კრიმინალურს უწოდებენ.
„ეს სასაცილოც აღარ არის, პარადოქსია. არ უნდა გაუკვირდეს არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ევროპულ საქართველოს“ ის, რომ ჩვენ მათ აბსოლუტურად სამართლიანად კრიმინალურ ხელისუფლებას ვუწოდებთ მაშინ, როდესაც მათი ლიდერების დიდი ნაწილი პასუხისგებაშია მიცემული და მსჯავრდებული არიან კონკრეტულ დანაშაულებზე. მათი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერი, პრეზიდენტი ძებნილი მსჯავრდებულია დღეის მდგომარეობით. ამ ფონზე უკვირთ, რომ მათ ვეძახით კრიმინალებსა და კრიმინალურ ოპოზიციას. მათი წარსულის ფონზე უკვირთ, რომ კრიმინალურ ოპოზიციას ვეძახით? მარტო უგულავა და სააკაშვილია საკმარისი იმისთვის, რომ ეს ე.წ. პარტიები მოხსენიებული იყვნენ კრიმინალურ ოპოზიციად და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, დამატებით იმ ფონზე, როდესაც რურუა აღიარეს და აირჩიეს პოლიტიკურ ლიდერად. მათ კრიმინალური ავტორიტეტი თავიანთი ნებით და განცხადებებით აქციეს თავიანთი პარტიების ლიდერად და ამ ყველაფრის ფონზე, თურმე სასამართლოში აპირებენ ჩივილს, რატომ ეძახის მათ „ქართული ოცნება“ თუ საზოგადოების დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი კრიმინალურ ოპოზიციას. მათი ლიდერები აქამდეც იყვნენ კრიმინალები, სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალები. ამას ბოლო პერიოდში დაემატა მათი ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ. ასევე დანაშაული, როდესაც თვითონ აღიარებენ, რომ შევარდნა უნდოდათ პარლამენტში. ამას დაემატა ისიც, რომ რურუა გაიხადეს კრიმინალურ ავტორიტეტად, ეს ხომ მანამდე არ ყოფილა. დღეს მოდის მათი მხრიდან მესიჯები, რომ რურუა მათი ლიდერია და ე.წ. პოლიტპატიმარია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
