“ეს ქართული მხარის დამატებითი “რბილი ძალაა” ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში” - მაისაია

“ეს არის ძალიან კარგი და პოზიტიური გადაწყვეტილება, მე ყველანაირად მხარს ვუჭერ.

ეს ქართული მხარის დამატებითი “რბილი ძალაა” ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავუახლოვდეთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია განათლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტების საქართველოს უმაღლესებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და უფასოდ ისწავლიან. “რეზონანსთან” საუბრისას მან განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვს ქართული განათლება მიცემა არის საქართველოს “რბილი ძალა” რუსული ანექსიის პირობებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს ქართული მხარის დამატებითი “რბილი ძალაა” ოღონდ პოზიტიურ კონტექსტში” - მაისაია.

 

“განსაკუთრებით ახლა ამ პირობებში, აფხაზეთის დე ფაქტო მთვრობის 7 ივლისის განცხადების შემდეგ, როდესაც მათ პირდაპირ დაგმეს ის ტენდენციები, რომ აფხაზეთი უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. ამის ფონზე რუსეთში შეიქმნა ახალი პოლიტიკური პარტია “სიმართლისთვის”, რომელის დამაარსებელია ცნობილი ნაციონალისტი ზახარ პრილეპინი. რომელსაც მიმართვაში უწერია, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შემოიერთოს და თავის შემადგენლობაში შეიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოშიც და უკრაინაშიც. “როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის პროტესტის საფუძველიც სწორედ ეს განცხადება გახდა. აქედან გამომდინარე, რუსეთი იყენებს ამ “რბილ ძალას”, რომ მოახდინოს ამ ტერიტორიების არა ოკუპაცია არამედ ანექსია და ჩვენც უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი “რბილი ძალა”. ასეთ ძალას წარმოადგენს იგივე განათლების მიმართულება და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია”, - თქვა მაისაიამ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სასწავლებლად ჩამოსულ ახალგაზრდებს გაუხსნას სპეციალური ინგლისური ენის კურსები, რათა მათ ჰქონდეთ განვითარების მეტი საშუალება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“სამწუხაროდ ამ ტერიტორიებზე არაა კარგად განვითარებული ინგლისური ენა. საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, რომლებმაც, სამწუხაროდ, მიიღეს რუსული განათლება. ამ ტერიტორიებზე ძალიან ცოტაა ისეთი პირი, ვინც ინგლისურს ფლობს, ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, საერთაშორისო სამუშაო ჯგუფისთვის ძალიან გამიჭირდა აფხაზი ეროვნების ინგლისური ენის მცოდნე პირის პოვნა. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მათ ინგლისური ენა, ბუნებრივია, აქ რუსულ ენას გვერდს ვერ ავუვლით და ეს არაა რაღაც რუსოფილური განცხადება ჩემი მხრიდან. აუცილებელია, რომ ჩვენ შევუქმნათ კომფორტული პირობები, მათ შორის რუსულენოვანი ფაკულტეტიც. იმიტომ, რომ ენის პრობლემა, ბუნებრივია, არსებობს. ვისაც ენდომება ქართულ ენაზე ისწავლის, მაგრამ თუ არსებობს ისეთი ვინც ამას ვერ შეძლებს, მან მიიღოს ქართული განათლება, ოღონდ რუსულ ენაზე. ჩვენ ამითი დავანახებთ ჩვენი ცხოვრების დონეს, დავანახებთ, რომ საქართველო არის ჩართული დასავლური ცივილიზაციის დიდ ნაწილში და ჩვენ გვაქვს მეტი შესაძლებლობა თვითგამოვლენისა. განათლების სამინისტროს ეს ნაბიჯი არის ამის განხორციელების რეალური შანსი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახალგორში მცხოვრებ 5 ახალგაზრდას საქართველოს უნივერიტეტებში სწავლა შეეძლებათ. “გზა მათთვის ღია იქნება”, - ამბობს მეარაყიშვილი. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროებამ აბიტურიეტები გააფრთხილა, რომ არ წასულიყვნენ საქართველოში სასწავლებლად. თუ ისინი აკრძალვას დაარღვევდნენ, მაშინ სახლში დაბრუნებას ვეღარ შეძლებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხოკავკაზ” ავრცელებს. 2019-2020 საწავლო წელს ოკუპირებული ახალგორის რაიონში სკოლა 22-მა ახალგაზრდამ დაამთავრა, მათ შორის 11-მა ქართული სკოლა. აქედან ექვსმა მოსწავლემ ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარება გადაწყვიტა და ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა. ახალგორში მცხოვრები აბიტურიენტები გამშვები პუნქტის გახნსას 5 ივლისს ელოდნენ თუმცა ეს ასე არ მოხდა, ცხინვალის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ საზღვარს 10 ივლისს გახსნიდნენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურით დაიწყო, ახალგორელმა აბიტურიენტებმა ვერ მოახერხეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და გამოცდის ჩაბარება. ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალში მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს ნებისმიერ მათთვის სასურველ უმაღლეს სასზავლებელში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. განათლების სამინისტროს განცხადებით საქართველო მათი სწავლის საფასურს სრულიად დააფინანსებს. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფომ, საქართველოსთან ე.წ. საზღვარი კორონასირუსის პანდემიის გამო 14 მარტიდან სრულიად ჩაკეტა. ამ დროის განმავლობაში საზღვარი მხოლოდ 2-ჯერ ცალმხრივად გაიხსნა, რათა საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ მოქალაქეებს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონოდათ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 469 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 09 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.