სააკაშვილის განცხადების გამო უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადაეცა
10 ივლისს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან.
"საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.
შეხვედრის დროს, დავით ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს. მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით" - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
