"თურმე ივანიშვილმა ერს ღირსება დაუბრუნა" - ბურჯანაძე
მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას.
მინდა მოგილოცოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ბიძინა ივანიშვილს გაახსენდა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინაშე რაღაც ვალდებულება აქვს, - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მოსახლეობა გონს მოეგება, არ წამოეგება პანდემიის ფარდაგადაფარებულ პროვოკაციას და არჩევანს არა მხოლოდ წარსულსა და დღევანდელ დღეს შორის, არამედ დღევანდელსა და უკეთეს ხვალინდელ დღეს შორის გააკეთებს.
"კარგია, ბატონო ბიძინა, რომ არჩევნების წინ საკუთარი ხალხი გაგახსენდათ იმიტომ, რომ, როგორც წესი, არჩევნების წინ გახსენდებათ ხოლმე, რომ უნდა გამოჩნდეთ, საკუთარ ხალხს დაელაპარაკოთ და რაღაც უთხრათ. სხვა დროს, პანდემიის პიკშიც კი არ მოგსვლიათ აზრად, რომ ადამიანებს დალაპარაკებოდით და გაგემხნევებინათ. მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დროს გახსენდებათ საკუთარი მოსახლეობა და არჩევნებზე გასცემთ დაპირებებს, რომელსაც შემდეგ, როგორც წესი, არ ასრულებთ. მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ და ვუთხრა, შეიძლება ეს ნამდვილად მკრეხელობად ჟღერდეს, მაგრამ გაგიმართლათ, რომ კორონავირუსი იყო. პანდემია რომ არ ყოფილიყო და არ ამოფარებოდით, საინტერესოა ან რით გაიმართლებდით თავს, ან რაზე ისაუბრებდით, ან რას დააყვედრიდით ხალხს.
დიდი პატივისცემით მივმართავ ადამიანებს, ვინც ამ პანდემიის დროს ძალიან სერიოზულად ედგა მხარში საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას, მხედველობაში მყავს ექიმები და ეპიდემიოლოგები, მაინტერესებს, რა ესაქმებათ მათ ეპიდემიისა და პანდემიის დროს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე. რომელი სახელმწიფო გინახავთ, სადაც მმართველი გუნდი საარჩევნო სიის ან მაჟორიტარების წარდგენის დროს ეპიდემიოლოგ ექიმებს იწვევდეს. ნათქვამი იყო, რომ თურმე, არჩევანი უნდა გაკეთდეს ბნელ წარსულსა და დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ შორის, ეს ბატონი ღარიბაშილის სიტყვებია, რატომ გვთავაზობთ არჩევანის გაკეთებას წარსულსა და დღევანდელს შორის? საქართველოს მოსახლეობა განა უკეთესს არ იმსახურებს?! იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა გონს მოეგება, არ წამოეგება პანდემიის ფარდაგადაფარებულ პროვოკაციას და არჩევანს არა მხოლოდ წარსულსა და დღევანდელ დღეს შორის, არამედ დღევანდელსა და უკეთეს ხვალინდელ დღეს შორის გააკეთებს.
თურმე ივანიშვილმა ერს ღირსება დაუბრუნა. თქვენ, ბატონო ბიძინა, ერს ღირსება წაართვით იმით, რომ ქვეყანა ჯიბეში ჩაიდეთ, იმით, რომ ორჯერ იყიდეთ პრეზიდენტის სავარძელი, ყიდულობთ პარლამენტს, ჯიბეში იდებთ სასამართლოს, მოსახლეობას უჩენთ იმის განცდას, რომ თუ გაქვს ფული, ან ფულიანი ადამიანის ერთგული ხარ, ყველაფერი შეგიძლია და ყველაფერი მოსულა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
სიახლეები
- “ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმაზე: ომი ამ იერიშებმა დაასრულა” - ტრამპი
- “კომისიის დასკვნის შესავალში სავარაუდოდ ნაჩვენები იქნება, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა გადატრიალებით, გაყალბებული არჩევნებით, ვიტყვით, რომ ეს იყო ანტიქართული რეჟიმი” - თეა წულუკიანი
- “რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში – ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა” - ირაკლი კობახიძე
- “ოპოზიცია ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია, ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ” - ირაკლი კობახიძე
- სამარხვო საცივი