"ელისაშვილი არის სიცარიელე, აბსოლუტური ნული" - კობახიძე
არ შეიძლება, თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო, ელისაშვილი არის აბსოლუტური ნული, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთ მხარეს არის სერგეენკო და მეორე მხარეს ელისაშვილი - სიცარიელე.
„აქეთ არის დავით სერგეენკო, რომლის შემოქმედება არის ეს ყველაფერი და აქეთ არის ალეკო ელისაშვილი - სიცარიელე, აბსოლუტური ნული, რომელსაც საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში. ეს არის სიცარიელეზე მეტი - არ შეიძლება, ადამიანი თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო. სერგეენკო და ელისაშვილი არის მაგალითი - აქეთ არის უზარმაზარი საქმე, იქით სიცარიელე და უფრო მეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
