"რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები" - კელი დეგნანი
“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა, ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია,” - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს საქართველოს მხარს. ასევე, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, რაც არის ერთერთი მნიშვნელოვანი ფორმატი და მოგვიანებით, როგორც ვიცი, მოხდება პირისპირ შეხვედრები და მსჯელობა ამ ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
მექანიზმები, რა თქმა უნდა, არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებით, აუცილებელია, მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. როგორც უკვე აღვნიშნე, მექანიზმები არსებობს. მთავარია, რომ რუსეთი დაექვემდებაროს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აღებული აქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
