„სასიამოვნო იყო, დავინახე, რომ ჩემი ეშინიათ" - ელისაშვილი
დავინახე, რომ ჩემი ეშინიათ, ამიტომაც დაასახელეს სერგეენკო - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
"სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მამუკა მდინარაძის, ან დანარჩენი, ჯართში ჩასაბარებელი პოლიტიკოსების დაყენების შემთხვევაში, ქართული ოცნება პირველ ტურში წააგებდა.
„სასიამოვნო იყო, დავინახე, რომ ჩემი ეშინიათ. ჩემი ეშინიათ და ამიტომ დაასახელეს დავით სერგეენკო. კვლევებს ატარებდნენ და დაინახეს, რომ ვიღაც ხარახურას, მაგალითად მამუკა მდინარაძისნაირს, ან დანარჩენი პოლიტიკურ ჯართში ჩასაბარებელი ჯართის დაყენების შემთხვევაში, პირველ ტურში წააგებდნენ საბურთალოს. ბიძინა ივანიშვილი იპოდრომზე პარკს გააკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეშინიათ ჩემთან არ წააგონ არჩევნები“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
