"მოუწევთ გიორგი რურუას გათავისუფლება" - გიორგი გუგავა
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებით, ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს და ამას სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გააკეთებს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია 8 მარტის შეთანხმება და გადააგდო დასავლელი მოკავშირეები, რითაც მან საკუთარი მდგომარეობა დაამძიმა.
,,ჰგონია, რომ ეს თამაში გაუვა. რეალურად, გუშინდელი გადაწყვეტილებით ივანიშვილმა დაამძიმა საკუთარი განაჩენი, რომელიც მას წინ ელოდება. ეს იქნება სანქცირება, მისი პასუხისგებაში მიცემა“,- განაცხადა გიორგი გუგავამ.
გუგუავას განმარტებით, გიორგი რურუას გასათავისუფლებად ისევ პრეზიდენტს გამოიყენებენ.
„ალბათ, ამას გააკეთებენ ისევ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით. ის ხომ ერთგვარი ხელის შესახოცი ფიგურაა, ყველა შავ საქმეს მას აკეთებინებენ, რომ საკუთარი დაიზღვიონ, თითქოს, თავად ამ საქმეში არ არიან ჩარეული. დასავლეთის რეაქცია ვნახეთ, ისინი ხელისუფლებას გადაგდებას და შეთანხმებების დარღვევას არ პატიობენ. დასავლური თამაშის წესია შეთანხმების შესრულება. ივანიშვილი მოქმედებს რუსული კალკით, გადაგდების მეთოდიკით, ეს არ გაუვა. ამით სანქციებს გამოკრავს ხელს“, – აღნიშნა გუგავამ.
სიახლეები
- “სამეზობლო არ დაგვრჩა, სადაც ომი არ არის და ერთმანეთს არ ხოცავენ, ამის ფონზე კიდევ უფრო ცხადი გახდა იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რაც ჩვენ დავაანონსეთ და ბოლომდე გავიტანეთ ქართველ ხალხთან ერთად” - ირაკლი ზარქუა
- “კატასტროფაა, რომ, ევროკავშირის დროშით, დღეს სიძულვილი და ძალადობა ითესება” – შალვა პაპუაშვილი
- “ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმაზე: ომი ამ იერიშებმა დაასრულა” - ტრამპი
- “კომისიის დასკვნის შესავალში სავარაუდოდ ნაჩვენები იქნება, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა გადატრიალებით, გაყალბებული არჩევნებით, ვიტყვით, რომ ეს იყო ანტიქართული რეჟიმი” - თეა წულუკიანი
- “რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში – ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა” - ირაკლი კობახიძე