ვინ არიან თამაშგარე დარჩენილი უპარტიო და რეიტინგული პოლიტიკოსები
“სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ღირსეული ადამიანები უფრო მეტი არიან, ვიდრე ის პარტიები, სადაც შეიძლება მათ თავიანთი თავი დაინახონ”, - ამით ხსნის პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ქართულ პოლიტიკაში უპარტიო პოლიტიკოსების რაოდენობას.
მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდია ისეთი პოლიტიკოსების რაოდენობა, რომელიც ბოლო პერიოდში პარტიებიდან წამოვიდნენ და საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავენ. ზაქარეიშვილის თქმით, ამის მთავარი მიზეზი პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობაა. ზაქარეიშვილის განმარტებით, თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელ კანდიდატად ყოფნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რისი საშუალებაც პოლიტიკოსებს არ აქვთ. სწორედ ამიტომ არის ჩამოშორებული მათი უმეტესობა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ არიან თამაშგარე დარჩენილი უპარტიო და რეიტინგული პოლიტიკოსები / “ქართულ პოლიტიკაში ღირსეული ადამიანები უფრო მეტი არიან, ვიდრე ის პარტიები, სადაც შეიძლება მათ თავიანთი თავი დაინახონ”.
“მე ძალიან გული დამწყდება თუ ჩუგოშვილი, ქაცარავა და ის ახალგაზრდები, რომლებიც წამოვიდნენ 5 ნოემბერს ქართული ოცნების რიგებიდან, დარჩებიან პოლიტიკის მიღმა. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იქნება და ძალიან დააკლდება ქართულ პოლიტიკას მათი გასვლა პოლიტიკიდან. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ღირსეული ადამიანები უფრო მეტი არიან, ვიდრე ის პარტიები, სადაც შეიძლება მათ თავიანთი თავი დაინახონ. მიუხედავად ამისა, მათ შეიძლება იპოვნონ საკუთარი თავი. მაგალითად, მე როგორც ვარ, მაქვს ჩემი ხედვები, პოზიციები. მგონია, რომ ვინც პოლიტიკაში ყოფილა, ერთ წელზე მეტი ბოლო წლების განმავლობაში, მათ უკვე უნდა ჰქონდეთ თავის ხედვები, რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება ჰქონდეთ ნაკლები კომფორტი. არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ არსებობს კომფორტი. ყოველთვის, როდესაც ადამიანი მიდის პარტიაში, რაღაც გარკვეულ კომფორტს და თავისუფლებას თმობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“კიდევ შეიძლება ითქვას პოლიტიკოსები, რომლებიც კარგი იქნებოდნენ პოლიტიკაში. იგივე მარგველაშვილი, იგივე ალასანია აღარ ჩანს პოლიტიკაში და კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო. ასევე კვირიკაშვილი. მეც შემეძლო, რომ ვყოფილიყავი პოლიტიკაში და ვერც მე ვერ ვხედავ ჩემს თავს აქ. მე მესმის ამ ხალხის. ამას წინათ დათო ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის წამოვიდა პარტიიდან. ჩემთვის ეს ნაცნობი სიტუაციაა, რომ პოლიტიკურად აქტიური პირებს სურთ, რომ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხედავენ თუ რა ფორმით უნდა გააკეთონ ეს. ცალკე პოლიტიკოსი არ არსებობს ბუნებაში, პოლიტიკოსი აუცილებლად რაღაც ჯგუფში უნდა იყოს. მეც და ალბათ ეს ხალხიც, ამ ჯგუფს ვერ ვხედავთ. ისინი ვერ ხედავენ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლის სახელითაც გაავრცელებენ საკუთარ პოლიტიკურ ხედვებს, რომ ემსახურონ საკუთარ სახელმწიფოს”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.
“საქართველოში დღესდღეობით არ არის ისეთი პოლიტიკური ძალა, სადაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები, რომელიც არიან ღირსეულნი და უნდა იყვნენ პოლიტიკაში საკუთარ თავს იპოვნიან. ძალიან რთულია იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, რესურსები, სახსრები, ხალხი გჭირდება. სამწუხაროდ, არაა თანასწორი პირობები დამოუკიდებელ კანდიდატსა და პარტიებს შორის. დამოუკიდებელმა კანდიდატმა რაღაც ფინანსური სახსრები და რესურსები თავადაც უნდა გაიღოს. ამ კატეგორიის ადამიანებს პრაქტიკულად ძალიან ცოტას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თანხა ოჯახს მოაკლოს და კამპანიას მოახმაროს. ამიტომ, დამოუკიდებელი კანდიდატობა ძალიან დიდი და ძვირი სიამოვნებაა”, - დასძენს ზაქარეიშვილი.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
