"ეს იყო მათი მოლაპარაკე დათუნია" - წულუკიანი ბაქრაძეზე
"ეს იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, ბევრი წელი, სპიკერი პარლამენტის,"- იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს დავით ბაქრაძეს წინა ხელისუფლების "მოლაპარაკე დათუნიას" უწოდებს.
"რა თქმა უნდა, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ, სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას ახლა მიხვდა და არ მიხვდა ამას მაშინ, როდესაც მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში. ეს იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, ბევრი წელი, სპიკერი პარლამენტის. ის იყო სპიკერი და "გამპრავებელი", ბოდიში ამ სიტყვებისთვის, სააკაშვილის, ადეიშვილის და მერაბიშვილის. ახლა მიხვდა, როცა თვითონ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი იყვნენ ცუდი ხალხი," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
