"მინდა გაგახაროთ, ეს მაინც მოხდა" - ოპოზიციამ საბურთალოსა და დიდუბის კანდიდატები დაასახელა
მინდა გაგახაროთ, ეს მაინც მოხდა – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა თბილისის ორ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატების წარდგენისას.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საბურთალოს ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე ჩუღურეთის ოლქში კი - ზურაბ ჯაფარიძე, რომლის აქტიურობით ჩვენ ყველანი მოხიბლულები ვართ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის თქმით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქტომბერში ხელისუფლება თბილისს დაკარგავს.
დღესვე, ხელი მოეწერა დეკლარაციას ხმების დაცვის შესახებ, რაც ნათელაშვილის თქმით, „ისტორიული გადაწყვეტილებაა“.
„ეს ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
