"ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ხმებით მანიპულირებას" - ნინო ბურჯანაძე
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მინიმუმ კოორდინირება შენარჩუნებულია, არ არის წინააღმდეგობა და ოპოზიციამ საერთო კანდიდატები დააყენა თბილისის ყველა ოლქში, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე დეკლარაცია ხმების დაცვასთან დაკავშირებით.
ბურაჯანაძის თქმით, დეკლარაციას 30- მდე პარტია შეუერთდა. როგორც ის ამბობს, თანხმობა აქვთ მიღებული ასევე იმ პარტიების პოლიტიკური ლიდერებისგან, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრნენ.
„თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებზე კოორდინაცია ნიშნავს იმას, რომ იქნება თანამშრომლობა იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლოს ვერც ერთი მაჟორიტარული ოლქის მოგება მინიმუმ თბილისში. ეს არის მთავარი და ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებისთვისაც ძალიან მისაღები და გასაგები უნდა იყოს. საერთო კანდიდატია ოქრუაშვილი , რაც იმას ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ ამ კანდიდატებს მხარს ვუჭერთ და ვეცდებით შესრულდეს ის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელზეც დღეს შევთანხმდით. აბსოლუტურად უპრეცედენტოა ის დეკლარაცია, რომელზეც დღეს შევთანხმდით, პირველად არის საქართველოს ისტორიაში, როცა 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა იმას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას" შესაძლებლობას, რაც 2016 წელს გააკეთა, როცა ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციების ხმები თავად და სხვა სატელიტ პარტიებს გადაულაგა. ეს არის საზოგადოებისთვის იმედის მომცემი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ხმებით მანიპულირებას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე დეკლარაცია მიიიღეს. დეკლარაციის თანახმად, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, თანხმდება, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
