"საერთოდ გინდათ გამარჯვება?“ - ჩარკვიანი ოქრუაშვილის მაჟორიტარობას აპროტესტებს
"ამ იდეის ინიციატორი ვიყავი მე, როცა პირველივე შეხვედრაზე ნათელაშვილის ოფისში ვთქვი, რომ ივანიშვილთან რაიმე კოალიციის ფორმით თანამშრომლობა მიუღებელია.
ახლა ვისი იდეაც გინდა იყოს, ოღონდ საქმე გაკეთდეს. რა თქმა უნდა, დეკლარაციას ხელს მოვაწერ“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ განცხადებას ახალი დეკლარაციის მიღების თაობაზე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "საერთოდ გინდათ გამარჯვება?“ - ჩარკვიანი ოქრუაშვილის მაჟორიტარობას აპროტესტებს
“როგორც "გაერთიანებული ოპოზიციაში“ აცხადებენ, უახლოეს მომავალში მიიღებენ ახალ დეკლარაციას, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომ მომავალ პარლამენტში კოალიცია არ შეუქმნან „ოცნებას“. რამდენი თვის წინ ვამბობდი, რომ ივანიშვილთან რაიმე კოალიციური ფორმით თანამშრომლობა მიუღებელია, ეს იქნება პირდაპირ პუტინთან გარიგება-მეთქი. პირველივე შეხვედრაზე ვთქვი, ეს იყო ჩემი იდეა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავტოვე ოპოზიციური მაგიდა იყო ის, რომ არათუ კოალიციური გამიჯვნა, მაგიდასთან პირდაპირ დაჯდა ივანიშვილი. ახლა ვისი იდეაც გინდა იყოს, ოღონდ საქმე გაკეთდეს. რა თქმა უნდა, დეკლარაციას ხელს აუცილებლად მოვაწერ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება "გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთიან მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი ოქრუაშივლის წარდგენას საბურთალოს რაიონში, კი ვიცოდი, მაგრამ "გაერთიანებულ ოპოზიციას" რომ ირქმევ, თუ გამარჯვება გინდა, ოქრუაშვილი არ უნდა წარადგინო. ჯერ ერთი, რომ ძალიან სუსტია, გორში ვერ აყენებს თავის კანდიდატურას, შენი რაიონია და პატივს ხომ უნდა გცემდნენ... მაგრამ, რატომ გადაწყვიტა თავისი ბეგრაუნდით, რომ საბურთალოზე მისცმენ ხმას, ეს რომ ვერ გავიგე, ამიტომ ვეკითხები „გაერთიანებულ ოპოზიციას“ - საერთოდ გინდათ გამარჯვება?“ - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
