“ოცნება” მაქსიმალურად გაწელავს სიის გამოცხადებას, რომ ხალხი ოპოზიციაში არ გაექცეს" - დავით ჭიჭინაძე
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებისათვის თავისი პროპორციული სიის დასახელების პროცესს სპეციალურად აჭიანურებს, რათა მათი დეპუტატების ნაწილი ოპოზიციაში არ გადავიდეს.
“რეალურად ცდილობენ, რომ სატყუარა გაათამაშონ, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნონ და თავის სიაში აღარ ჩაწერონ”, - ამბობს პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით, მმართველი გუნდი, მაჟორიტარების ნაწილს მაღალ თანამდებობებს შესთავაზებს, რათა არ გამოთქვან პრეტენზია “ქართული ოცნების” საიში ვერმოხვედრის შემთხვევაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” მაქსიმალურად გაწელავს სიის გამოცხადებას, რომ ხალხი ოპოზიციაში არ გაექცეს, - დავით ჭიჭინაძე.
“ქართული ოცნება” მაქსიმალურად შეეცდება ბოლომდე გაწელოს სიის გამოცხადება, რომ ხალხი ოპოზიციაში არ გაექცეს და ის ადამიანები ვეღარსად ვეღარ მოხვდნენ. ასეთი ვერაგი გეგმები აქვს “ქართულ ოცნებას”. რეალურად ცდილობენ, რომ სატყუარა გაათამაშონ, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნონ და თავის სიაში აღარ ჩაწერონ. შემდეგ მათ თანამდებობებს ჰპირდებიან, ზოგს რას და ზოგს - რას. მაჟორიტარებს განსაკუთრებით. ეს მეამბოხე მაჟორიტარები, რომლებიც ჰყავდათ, რატომღაც არ დააყენეს მოჟორიტარებად, ალბათ სხვა მაღალ თანამდებობებს მისცემენ მათ. ოქრიაშვილმა, მაგალითად, პარტია შექმნა და წავიდა, მერე “ნაცმოძრაობას” ჩაბარდა. ეგ ადამიანები ყოველთვის ეძებენ პატრონს. “ქართული ოცნება”, როგორც ჩანს, დაიღალა მათი პატრონობით, ან მაგათ აღარ მოსწონთ იმათი პატრონობა და წავიდნენ ახლა სხვა მიმართულებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.
“ღიად ბევრი ვერ დაუპირისპირდება “ქართულ ოცნებას”, ალბათ არჩევნების შემდეგ უფრო გამოჩნდება ეგ ამბავი. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, პოლიტიკოსები განსაკუთრებით, საერთოდ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ, იმიტომ, რომ ხალხის ინტერესების დაცვას როცა ამჯობინებ საკუთარი ინტერესების დაცვას, შენი საქმე პარლამენტში და ზოგადად ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს”, - დასძენს ჭიჭინაძე. ამასვე იმეორებს, დამოუკიდებელი დეპუტატი და პარტია “სამართლიანობისთვის” გენერალური მდივანი გედევან ფოფხაძე. “მე არანაირი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ მაქვს. მე საერთოდ მგონია, რომ სანამ სია არ გამოქვეყნდება, მანამდე ბოლომდე გარკვეული არ იქნება ვის რას უპირებენ”, - ამბობს გედევან ფოფხაძე”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე?"- მიხეილ სააკაშვილი
- საია დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას აფასებს
- ,,იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს" - მამუკა მდინარაძე
- ,,დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს"- ბიძინა ივანიშვილი
- ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაზის აფეთქება გამორიცხა