"ლევან ვარშალომიძე საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ "ინვესტნიანი“ ვერ შექმნა“
უკრაინის პოპულარულმა გამოცემა „სტრანა“-მ («Страна»), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექს-ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, გამოქვეყნა კომენტარი სათაურით „ლევან ვარშალომიძე საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ „ინვესტნიანი“ ვერ შექმნა“.
როგორც ცნობილია, ლევან ვარშალომიძე უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა და ამჟამად ბათუმში, საკარანტინო რეჟიმის ზონაში იმყოფება.
იბადება კითხვა - გამოდის, რომ მან უკრაინაში სახელმწიფო სამსახური მიატოვა? ლევან ვარშალომიძე ხომ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ბრძანებით, უკრაინის ერთიანი საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა...
როგორც ირკვევა, აჭარის ავტონომიის ექს-ხელმძღვანელს ამ საქმეში არ გაუმართლა. მან თურმე საინვესტიციო ოფისის შენობის გაფორმებაც კი ვერ შეძლო.
როგორც ერთ-ერთმა წყარომ „სტრანა“-ს აცნობა, ლევან ვარშალომიძე თავისი ოფისის - „ინვესტნიან“-ის შექმნას ქარხანა „არსენალის“ ერთ-ერთ კორპუსში აპირებდა, რომელიც კულტურის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება. გარდა ამისა, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრისას მან შესჩივლა პრეზიდენტს, რომ ხუთი თვეა უხელფასოდ მუშაობს და მას უკვე ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა.
„ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ლევან ვარშალომიძეს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმაც დაურეკა, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა“, - ამბობს წყარო, - „მას საქმე იმითაც გაურთულდა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა საინვესტიციო ოფისის მუშაობაზე“.
მოკლედ, როგორც ჩანს, ლევან ვარშალომიძეს უკრაინაში ყურადღებას აღარ აქცევენ, შესაბამისად, მან თავისი უკრაინული სამსახური მიატოვა და ბედის საძებნელად სამშობლოს დაუბრუნდა.
წყარო: https://strana.ua/news/286889-levan-varshalmildze-vernulsja-v-hruziju.html
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
